მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი - ამოწურულია იმედი, რომ კალანდიები სასამართლოში სიმართლეს იტყვიან

ნამდვილად ამოწურულია იმის იმედი, რომ კალანდიები სასამართლოში სიმართლეს იტყვიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ბ.-ს ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებს მოწმის სახით გამოსაკითხ პირთან, ლუკა კალანდიასთან ბევრი კითხვა ექნებათ. ჩინჩალაძე იმედოვნებს, რომ კალანდიების ჩვენებას სასამართლო ობიექტურად შეაფასებს.

„დღეს დაცვის მხარე გააგრძელებს ლუკა კალანდიას დაკითხვას. კონკრეტულ კითხვებს ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებ. საწყენია, როცა მოწმე სამართალდამცავ ორგანოებში, ან სასამართლოში ყოველ ჯერზე, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აფიქსირებს. ეს ვნებს მართლმსაჯულებას.

ძმები კალანდიების ბოლო ჩვენებები შეიძლება შედიოდეს პროკურატურის ინტერესში, მაგრამ სამართლიანი მართლმსაჯულების ინტერესში ნამდვილად არ შედის ის, რასაც ძმები აფიქსირებენ.

ნამდვილად ამოწურულია იმის იმედი, რომ კალანდიები სასამართლოში სიმართლეს იტყვიან. თუმცა, იმედი მინდა დავიტოვო, რომ მათ ჩვენებებს სასამართლო ობიექტურად შეაფასებს", - აცხადებს ჩინჩალაძე.

მისი განმარტებით, კალანდიასთან კითხვები მისი ბიძის, მირზა სუბელიანის გავლენებთან დაკავშირებითაც ექნებათ.

„კითხვები არის კალანდიების ბიძის გავლენებთან დაკავშირებით. როცა მიხეილ კალანდიამ ჩვენება მისცა სასამართლოში, სადაც დააფიქსირა, რომ დანები არ დაუნახავს არავის ხელში, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ხელში, მას შემდეგ ის ბიძასთან იმყოფებოდა სახლში და დიდი ალბათობით, მასზე გავლენა მოხდა არა იმ პირის მიერ, ვინც პასუხისგებაშია მიცემული, არამედ მისი ბიძის მხრიდან, რადგან კალანდია სტუმრად ერთი ღამით მასთან იმყოფებოდა", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო