რამაზ საყვარელიძე - მმართველი გუნდი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს

სახლის შენებისას ვამბობთ, რომ სახლი აგურ-აგურ შენდება, მმართველი გუნდი კი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „თიბისი ბანკის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ერთ-ერთი „ასეთი ნიჩაბი“ იყო სწორედ დღეს „თიბისის“ თემაზე პარლამენტში სხდომის დახურვა.

„ერთ დეტალს მივაქცევდი ყურადღებას. რომან კაკულიამ სხდომა კენჭისყრაზე დააყენა და შემდეგ დახურა იგი. კენჭისყრაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ სხდომის დახურვა არ იყო მარტო ეროვნული ბანკის პოზიცია, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ სხდომის დახურვის ხერხი გამოეყენებინა და ეროვნულმა ბანკმა ის „სიბრძნე“ განავითარა, რაც ჩვენ კობა გვენეტაძისგან მოვისმინეთ.

კომიტეტის არშემდგარმა სხდომამ დაგვანახა, რომ „თიბისის“ თემაზე ინფორმაციის გახსნა პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობას არ უნდოდა, ეს კი მათთვის უკვე წამგებიანია.

ფაქტია, რომ „თიბისი“ ბანკისთვის ვნების მომტან მოვლენაზე სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა „თიბისი“ ბანკის აქციების მფლობელებს უფრო მოეკითხებათ და არა ეროვნულ ბანკს.

გაუგებარია, რატომ თქვა უარი გვენეტაძემ და უმრავლესობამ საკითხის საჯაროდ განხილვაზე, ვგულისხმობ იმას, რომ მათ შესთავაზეს გვენეტაძეს არ გაეცა პასუხები იმ თემაზე, რაც მხოლოდ დახურულ ფორმატში შეიძლებოდა ესაუბრა.

კომიტეტის არშემდგარმა სხდომამ დაგვანახა, რომ „თიბისის“ თემაზე ინფორმაციის გახსნა პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობას არ უნდოდა, ეს კი მათთვის უკვე წამგებიანია. სახლის შენებისას ვამბობთ, რომ სახლი აგურ-აგურ შენდება, მმართველი გუნდი კი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს. ერთ-ერთი ასეთი ნიჩაბი იყო „თიბისის“ თემაზე სხდომის დახურვა“, -განაცხადა რამაზ საყვარელძემ.

იხილეთ სტატია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა