ეკა ბესელია - ზვიად კვაჭანტირაძემ მითხრა, რისთვისაც არის მზად, მაგრამ მე მის ნაცვლად ვერ ვიტყვი

ზვიად კვაჭანტირაძის პოზიცია ვიცი - მითხრა, რისთვისაც არის მზად, მაგრამ მე მის ნაცვლად ვერ ვიტყვი, - ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის შემადგენლობიდან ზვიად კვაჭანტირაძის მოსალოდნელი გასვლის თაობაზე დასმულ კითხვას.

მან აქვე დასძინა, რომ კვაჭანტირაძე 2012 წლის პირველი გვარდიის წარმომადგენელია, რასაც პროცესისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

“არ მინდა მის მაგივრად ვთქვა, ეს ეთიკური არ არის. ჩემი მეგობარი და კოლეგა თავად იტყვის, რას აპირებს და მე მის მაგივრად რომ ვთქვა, ეს ძალიან არაეთიკური იქნება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით გუშინ, ასევე წინა დღეებში და ვნახოთ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება. გვქონდა კონსულტაციები - დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

აქვე ბესელიამ დაამატა, რომ „ძალიან საინტერესო პროცესია დაწყებულა და მოსალოდნელია პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო