ეკა ბესელია - პარლამენტს სჭირდება ძლიერი, პრინციპული და შეუვალი ხელმძღვანელი, რათა არ მოხდეს მის საქმიანობაში უხეში ჩარევა

ირაკლი კობახიძემ უნდა დაასრულოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა, როცა მათი სურვილების და კაპრიზების შესრულება ხდება პარლამენტის მიერ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა დაასრულოს იმ მოსამართლეებთან ერთად კანონის დაწერა, რომელთაც თავად შეურაცხყვეს მოსამართლის მანტია. ამასთან, ბესელიას შეფასებით, კობახიძის ეს ქმედება იწვევს უნდობლობას და კრიტიკას.

"ის, რომ ირაკლი კობახიძეს მიჰყავს პროცესი და იუსტიციის საბჭოს წევრებთან ათანხმებს, როგორი უნდა იყოს კანონის მუხლები და როგორი კრიტერიუმები უნდა დაიწეროს, რომელთა მიხედვითაც თავად ეს წევრები უნდა შეირჩნენ, ეს არის დიდი შეურაცხყოფა. მას შემდეგ, რაც საბჭომ გადმოუგდო პარლამენტს ეს ათკაციანი სია, რათა მხარი დაეჭირა პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჰქონია პროტესტი, დღეს კი მათთან ერთად წერს, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

უნდა დაასრულოს მან იმ მოსამართლეებთან ერთად კანონის დაწერა, რომელთაც თავად შეურაცხყვეს მოსამართლის მანტია. ეს კანონპროექტი უნდა შეადგინოს პარლამენტარებთან ერთად. ეს არის უნდობლობის და კრიტიკის საფუძველი. ეს არის პარლამენტი და პარლამენტს სჭირდება ძლიერი, პრინციპული და შეუვალი ხელმძღვანელი პირის სტანდარტები, რათა არ მოხდეს მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომელსაც ვხედავთ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის მხრიდან.

ირაკლი კობახიძემ უნდა დაასრულოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა, როცა მათი სურვილების და კაპრიზების შესრულება ხდება პარლამენტის მიერ. ეს აკნინებს და ასუსტებს პარლამენტს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა