საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა  დღეიდან ID  ბარათებითაა შესაძლებელი

დღეიდან საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებითაა შესაძლებელი. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოამადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, 2019 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შედის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის.

„ეს შეთანხმება ითვალისწინებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით, ე.წ. ID ბარათებით უკრაინასა და საქართველოში თავისუფლად გადაადგილებას. აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა გასული წლის ოქტომბერში, რომელსაც ხელი მოეწერა პრემიერ-მინისტრების დონეზე.

აღნიშნულ შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა აქვს სხვა დატვირთვაც. კერძოდ, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების, ადამიანებს შორის კონტაქტის გაღრმავების. ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს ადამიანების გადაადგილებას სახელმწიფო საზღვრებზე, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ტურიზმის განვითარებასაც,“ - განაცხადა კონსტანტინიდმა.

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილების უფლებას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.

„აქვე გასათვალისწინებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ აღნიშნული ითვალისწინებს „იკაოს“ სტანდარტებით ადამიანების გადაადგილებას, რაც ნიშნავს, რომ პირადობის მოწმობები უნდა იყოს „ჩიპიანი“ ანუ ელექტრონული მოწმობები და გადაადგილება გულისმობს საერთაშორისო საჰაერო ფრენით გადაადგილებას ან საზღვაო გზით. ეს ორი აუცილებელი პირობაა, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა მოქალაქეებმა,“ - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

თავის მხრივ, საქართველო-უკრაინას შორის ID ბარათებით გადაადგილების საკითხზე განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო უწყება.

„2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების ურთიერთგაუქმების შესახებ და უვიზო რეჟიმთან ერთად შემოღებულია უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) მიმოსვლა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა დღეიდან ID ბარათებითაა შესაძლებელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა