განათლების სამინისტრო - ქართველმა მოსწავლეებმა მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს

ქართველმა მოსწავლეებმა მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, 20-25 თებერვალს ბუქარესტში მათემატიკის მასტერსის (Romanian Masters) მე-11 ოლიმპიადა გაიმართა, სადაც მხოლოდ ის 25-მდე ქვეყანა იყო მიწვეული, რომელთა წარმომადგენლებმაც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის წარმატებების გათვალისწინებით, საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაში და საკმაოდ დამაჯერებელ წარმატებასაც მიაღწია - ქვეყნების რეიტინგში მე-8 ადგილი დაიკავა, ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი და ა.შ.

„საქართველოს გუნდის ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. არცერთი მათგანი ინდივიდუალურ ჩათვლაში უპრიზოდ არ დარჩენილა: ნიკოლოზ ბირკაძე - ვერცხლის მედალი; ბაქარ გამეზარდაშვილი - ვერცხლის მედალი; თეიმურაზ თოლორაია - ბრინჯაოს მედალი; ლუკა მუშკუდიანი - საპატიო სიგელი.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ივანე გოქაძე, დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.

აღსანიშნავია ამ ოლიმპიადაში საქართველოს წარმომადგენელთა კიდევ ერთი მიმართულებით წარმატება - საკონკურსო ამოცანების საბოლოო ექვსეულის შესარჩევად შედგენილ ე.წ. „შორთლისტში“ ქართველი მათემატიკოსის, გიორგი არაბიძის მიერ შედგენილი გეომეტრიული ამოცანა მოხვდა.

ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს