ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წელს ავლაბრის ტერიტორიაზე უკვე მესამე სახლს ვამაგრებთ. მსგავსი პროექტების განხორციელების მიზანია, შენობებს მდგრადობა ხანგრძლივი ვადით შევუნარჩუნოთ და ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე ავაცილოთ. პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, სამუშაოების ხარისხს და ვადებს მკაცრად ვაკონტროლებთ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სურვილის შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდებით, ისანში მდებარე თბილისურ ეზოებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ“, - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

აღნიშნული პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ისნის რაიონის გამგეობამ სამივე მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ჯამში, 132 369 ლარით დააფინანსა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“