პროკურატურა გიორგი გახარიას მიერ მუქარის შემცველი წერილის გაგზავნაზე გაკეთებული განცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის დაკითხვას გეგმავს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

„მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

იხილეთ ვიდეო:

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს