გიგა ბოკერია - არ არის აუცილებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაუქმდეს, მაგრამ ჟენევის ფარგლებში მისი გადატანა სწორი იქნება

არ არის აუცილებელი აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაუქმდეს, მაგრამ ჟენევის ფარგლებში მისი გადატანა სწორი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს დახურულ ფორმატში უსმენდნენ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვა იყო სრული უკანონობა და საზოგადოების და დემოკრატიული პროცედურის უპატივცემულობა.

„იმ კითხვებზე, რომელიც გვაქვს, არც პასუხები არსებობს და არც ადეკვატური ახსნა-განმარტება. ეს შეეხება ყველაფერს, პოლიტიკური ნების და ხედვის არარსებობას. ის პასუხები, რაც მოვისმინეთ, ამის დამადასტურებელი მაგალითი იყო, სამწუხაროდ. ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ იმ დავაზე, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა გვეწარმოებინა დიალოგი რუსეთთან და თუ არ გვექნებოდა შედეგი, მერე იქნებოდა მისაღები ჩვენი სარჩელი, კონკრეტული კითხვა დავუსვით, გაქვთ თუ არა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ეს დავალება ან ჟენევის, ან აბაშიძის ფორმატში, ეს საკითხი დავსვათ, რომ მერე გზა ხსნილი გვქონდეს. ამდენი წელი გავიდა და ეს დავალება არ აქვთ მიღებული. ასევე შემიძლია უამრავი მაგალითის დასახელება. როგორ იქნა გამოყენებული კარასინი-აბაშიძის ფორმატის პიარი როგორც ცრუ პროგრესის დასაფარად, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. ჩვენ აქ ორი გამომსვლელი გვყავდა და ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი ამოცანაა არ მოხდეს ცრუ პროგრესის დემონსტრირება და ჩვენი პრობლემების დამცრობაო",- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ბოკერიამ უპასუხა, რომ როგორი ფორმატიც არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უკან დაწიოს.

„მაშინ, როდესაც აფიქსირებ, რომ პროგრესს აქვს ადგილი მაშინ, როდესაც რეალურ პროგრესს ადგილი არ აქვს, ეს ართულებს ამოცანაა, რომ საკითხი წამოწიო საერთაშორისო ასპარეზზე ისე, როგორც ჩვენ ეს გვჭირდება. მაგალითების დასახელება შემიძლია. მაგალითად, როდესაც გერმანიის კანცლერი ედგა გვერდით ჩვენს პერმიერ-მინისტრს და ეკითხებოდნენ რუსეთის ქმედებებზე, რატომ არ უნდა მოსვლოდა მას თავში ოთხოზორია-ტატუნაშვილის ხსენება? ეს არის მაგალითები რაზეც ვსაუბრობდით. ყველაფერი უნდა ყოფილიყო საჯარო და საზოგადოებას მოესმინა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ საკითხს",- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია