თსუ-ში სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის პროგრამის პროექტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ენის პროექტი ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას, ნორმალიზაციასა და სტანდარტიზაციას, ასევე ქართულ ენასთან ერთად აფხაზური ენის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დაცვას გულისხმობს.

პროექტის განხილვას, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტში შემუშავდა, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, დეპარტამენტის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ეს პროექტი იქნება სახელმწიფო ენის, ქართული ენის, კონსტიტუციური წესრიგის დოკუმენტი. დოკუმენტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფო ენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

თსუ-ს პროფესორის, ენათმეცნიერ თინათინ ბოლქვაძის თქმით, საქართველო ყოველთვის მრავალენოვანი ქვეყანა იყო და აღნიშნული პროექტი მის ისტორიულ და დევანდელ მრავალენოვნებას ასახავს.

„სახელმწიფო ენის პროგრამამ ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა უზრუნველყოს; გაზარდოს მისი, როგორც საქართველოს მოსახლეობის გამაერთიანებლის როლი, უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართულის, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართულთან ერთად აფხაზურის დაცვა, განვითარება, ტექნოლოგიური მხარდაჭერა და ფუნდამენტური კვლევა. ამასთან, უნდა შექმნას ყველა პირობა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და ხელი შეუწყოს საქართველოს ენობრივ უმცირესობებს საკუთარი ენის შესწავლასა და განვითარებაში,” - ნათქვამია უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს