თბილისში საუკეთესო ბელარუსული ბრენდების მასშტაბური გამოფენა გაიმართება

თბილისში, 20-23 მარტს ბელარუსული მწარმოებლების გამოფენა „წარმოებულია ბელარუსში“ (Made in Belarus) გაიმართება, რომლის ფარგლებში ქართველ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ ბრენდებთან ერთად ახლებსაც გაეცნონ. გამოფენაზე რამდენიმე ასეული ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ბელარუსებს უყვართ საქართველოში ჩამოსვლა - ბათუმში, ზღვაზე დასვენება და მზიან კახეთში სტუმრობა. ამაზე ბოლარუსიდან მზარდი ტურისტული ნაკადიც მეტყველებს. ყველაფერთან ერთად, ბელარუს ბიზნესმენებსაც არანაკლებ მოსწონთ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობა: საგრძნობლად იზრდება ორმხრივი ტვირთბრუნვა, პროდუქციის სპექტრი ფართოვდება და თბილისსა და მინსკში ეროვნული პროდუქციის მაღაზიები იხსნება, მასშტაბური ბელარუსული გამოფენები კი საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება.

თავად განსაჯეთ: 2016 წელს თბილისში ხმაურით ჩატარდა ბელარუსის ეროვნული გამოფენა, 2017 და 2018 წლებში ბელარუსის ექსპოზიციები ყველაზე ფართოდ იყო Agro Food-ის გამოფენაზე წარმოდგენილი, 2019 წლის მარტში კი ბელარუსები კვლავ წარმოადგენენ მასშტაბურ გამოფენას „Made in Belarus“, რომელში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, ასევე საქმიანი და კულტურული ხასიათის მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება. ტრადიციულად გამოფენას ორგანიზებას ორივე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატები და საელჩოები გაუწევენ.

დაგეგმილია, რომ ბელარუსული დელეგაცია 150-ზე მეტ ბელარუსულ მწარმოებელს, სამინისტროებისა და სხვა დარგობრივ გაერთიანებებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბელარუსული კომპანია ქართულ ბაზარზე უკვე ოპერირებს, ნაწილი კი თბილისში ჩამოსვლას და სანდო, საქმიანი პარტნიორების მოძიებას გეგმავს.

20 მარტს გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობას ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხეილ რუსი მიიღებს, ასევე ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭო გაიმართება, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების გზები იქნება განხილული.

20-დან 23 მარტის ჩათვლით „ექსპო-ჯორჯია“-ს (Expo Georgia) N11 პავილიონი ბელარუსულ სახლად გადაიქცევა: ბელარუსული ხალხური საკრავების, ფონზე თავის პროდუქციას ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბრენდები წარადგენენ.

ბელარუსული მანქანათმშენებლობის ფლაგმანი „მინსკის სატრაქტორო ქარხანა“ წამოადგენს საქართველოში აწყობილ ბელარუსულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას: „ბელარუს 322.1“, „ბელარუს 321“, „ბელარუს 311“, „ბელარუს 320.4“ და „ბელარუს 622“ ტრაქტორები მთიანი რეგიონებისთვის, ბაღებისთვის და ვაზის ხეივნებისთვის. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ჰერმესია“.

„გომსელმაშ“-ი გამოფენაზე საკვებისა და მარცვლეული კულტურების ამღებ მანქანებს და ბრენდ „პალესს“-ის ნიადაგის დამამუშავებელ ტექნიკას წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგადაა ნაცნობი: მცირე ზომის კარტოფილის კომბაინმა „КМП-1,5“, 2018 წლის სექტემბერში საქართველოს ველებზე გამოცდა წარმატებით გაიარა.

„ბელკომუნმაშ“-ი ტრანსპორტის ინოვაციურ სახეობას - ელექტრობუსს წარმოადგენს. ეკოლოგიური და ენერგოეფექტური ელექტრობუსი, რომელსაც ტრანსპორტის მომავალს უწოდებენ, მინსკის რეგულარულ მარშრუტებზე უკვე მუშაობს (დაახლოებით 40 ელექტრობუსი) და ექსპლუატაციის გამოცდილებით უკრაინის, რუმინეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთის და სხვა ქვეყნებშიც მოძრაობენ. სუპერკონდენსატორის ბაზაზე მომუშავე ელექტროენერგიის დაგროვების სპეციალური სისტემა, სპეციალურ გაჩერებებზე, 6 წუთიანი სწრაფი დატენვით, 20-25 კმ-იან მანძილზე ელექტრობუსის გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„ბრესტის ელექტროტექნიკის ქარხანა“ რკინიგზის ავტომატიზების ინოვაციურ კომპლექსურ გადაწყვეტას წარმოადგენს, რომელიც საშუალება იძლევა მატარებლით მგზავრობა უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

საწარმოო ექსპოზიციაზე მონაწილეობას მიიღებენ ასევე „მაგილოვის ქარხანა „სტრომმაშინი“, „მაგილოვის მეტალურგიული ქარხანა“ და სხვა ბელარუსული მანქანათმწარმოებელი გიგანტები.

კონცერნი „ბელნეფტეხიმი“, რომელიც აერთიანებს ბელარუსულ უმსხვილეს ნავთობ-ქიმიკატების მწარმოებლებს, პროდუქციის ფართო სპექტრს წარმოადგენს : „ბელშინის“ წარმოებული საბურავები, სწრაფად გაშრობადი საღებავები ნებისმიერი სახის ზედაპირისთვის, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების გლობალურ პროგრამაში „საქართველო 2020“ მონაწილეობის მიღების მიზნით, „ლაკოკრასკა“ წარმოადგენს გზების დანიშვნის საღებავებს. სტენდზე წარმოდგენილი იქნება ასევე „გომელის ქიმიური ქარხანა“, „მთის ცვილის ქარხანა“, „პოლოცკ-სტეკლოვოლოკნო“, „ნაფტანი“ და „მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“. კონცერნ „ბელნეფტეხიმის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ბნხ - თბილისია“.

ბელურუსში მოსაპირკეთებელი მასალისა და კაფელ-მეტლახის მწარმოებელი „კერამინი“ გამოფენაზე 20-ზე მეტ თანამედროვე კოლექციას წარმოადგენს, რომელიც როგორც ელიტური სასტუმროების მისაღებს, ასევე ქართული ოჯახის სამზარეულოს დაამშვენებს.

„რესპუბლიკის კარდიოლოგიის სამეცნიერო-საპრაქტიკო ცენტრი“ უნიკალური ოპერაციის - გულის გადანერგვის ინოვაციურ მეთოდის დემონსტრირებას მოახდენს, რომელიც ბელარუსი ქირურგების მიერ 2009 წლიდან ტარდება. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების პაციენტებში 300-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსული სამეცნიერო-ტექნიკური გამოგონებები, რომელიც ორგანიზებულია მეცნიერების და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის მიერ, განათლების სამინისტროსა და ბელარუსის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის მონაწილეობით. ექპოზიციის ფარგლებში განსხვავებული სფეროების ყველაზე ინოვაციური და პერსპექტიული პროექტების გაცნობა იქნება შესაძლებელი - ახალი მასალებიდან და ბიოტექნოლოგიებიდან დაწყებული, კარტოფილის მოყვანითა და ყავის მოხალვის ნოვატორული ტექნოლოგიებით დამთავრებული.

ბელარუსული საკვები პროდუქტები, რომლებიც ტრადიციულად ხარისხითა და ნატურალური ინგრედიენტებით არის სახელგანთქმული, განსაკუთრებით ფართოდ იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე ხორცისა და რძის პროდუქტების, საკონდიტრო პროდუქციის, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი 15-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს: ქვემდებარე საწარმოები „ბელგოსპიშეპრომი“ („კომუნარკა“, „კრინიცა“, „მინსკ კრისტალი“, „სპარტაკი“), „ზდრავუშკა-მილქი“, „პინსკის ხორცკომბინატი“ „შმიანსკის ხორცკომბინატი“ და სხვები.

გამოფენაზე სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე, ყოველდღიურად იზრუნებს ხალხური მუსიკის დუეტი „მზის ნაპირი“ (ეროვნული საკრავებით: ციმბალი და ბაიანი), ასევე შემოქმედებითი კოლექტივი „გომსელმაში“: ვოკალური დუეტი „დაირი“.

საქართველოში ბელარუსი მწარმოებლების მრავალგანხრიანი გამოფენის „წარმოებულია ბელარუსიაში“ (Made in Belarus)-ის ორგანიზატორი ბელარუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაა, საგამოფენო ოპერატორად გამოდის „ბელინტერექსპო“, გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში ბელარუსიის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სახელმწიფო ორგანოებისა და ორი ქვეყნის ბიზნესასოციაციების მხარდაჭერით გაიმართება.

გამოფენის მუშაობის საათები:

20-22 მარტი 10-დან 18 სთ-მდე

23 მარტი 10-დან 14 სთ-მდე

დასწრება თავისუფალია (რეგისტრაცია)

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.mib.by

ტელ: +375 (17) 334-82-02, +375 (44) 509-12-08

E-mail: katerina@belinterexpo.by

www.mib.by

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა