თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება მინიმუმ ლონდონიდან უნდა ელოდებოდეს ექსპერტიზის პასუხს,  ნაცვლად იმისა, რომ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდეს

„ხელისუფლება მინიმუმ ლონდონიდან უნდა ელოდებოდეს ექსპერტიზის პასუხს, ნაცვლად იმისა, რომ ახლა ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდეს“, - ასე აფასებს თინა ბოკუჩავა "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის კომენტარებს.

ამასთან, ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი წერილის მიღმა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობს.

„ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ ავტორი არის შს მინისტრი, რომელიც ცხადია ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებდა, რადგან გვინახავს ასეთი არაერთი პრეცედენტი, როგორც მედიაზე ზეწოლის მიმართულებით, როდესაც „რუსთავი 2“-ის მითვისებას ცდილობდა სასამართლო სისტემის გამოყენებით ბიძინა ივანიშვილი, ისე, ბიზნესზე ზემოქმედებით - იგივე "ომეგას" სკანდალი და ბევრი სხვა. ასე რომ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობს კონკრეტულად ივანიშვილის ჩარევით, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ და მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას დავალებით გადაეცა ეს მუქარის წერილი მამუკა ხაზარაძეს. როგორც ირკვევა ივანიშვილისთვის საჭიროა, რომ დავალების ყველა პუნქტი შეასრულოს ყველა ადამიანმა და არ იყოს მინიმალური გადახვევაც კი მისი დავალებებისგან. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძის იმგვარი ჩარევა თუნდაც მედიასაქმიანობაში, რასაც მათ ავალებდნენ შუამავლის მეშვეობით, მისთვის ეს მიუღებელი იყო და უკვე ძალიან შორს მიდიოდა, იმ წითელი ხაზების მიღმა მიდიოდა, რაც ამ ადამიანს გააჩნია“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს