არაოფიციალური ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა ჯერ ორ ადამიანთან ერთად მანქანა გაიტაცეს, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი მძევლები დატოვეს და გატაცებული მანქანით გაიქცნენ

არსებული ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები ტერიტორიიდან გატაცებული ავტომობილით მიიმალნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, თავდამსხმელებმა „სუბარუ“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც საკუთარი მანქანიანად გაიტაცეს, მოგვიანებით კი, ბანკის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ადგილზე ჩამოაგდეს, ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია