„ექსპოჯორჯიაში“  თაკო ჩარკვიანის პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა  მიმდინარეობს

„ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში , თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობას თაკო ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები ესწრებიან.

პარტიის დამფუძნებლების თქმით, „კანონი და სამართალი“ იქნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე იმუშავებს. პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც“ ითანამშრომლებს.

„ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ შრომა დაფასდა „გაერთიანებული ოპოზიციისა“ მეორე ტურით. ძალიან კარგია, რომ გაანალიზდა კარგად - ძლიერი ოპოზიცია არის და მშვიდად აღარ სძინავს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიული, გენიალური ფორმულა, რომლითაც ყველამ უნდა ისარგებლოს. ვის სჭირდება მიძინებული და სუსტი ოპოზიცია?!--მხოლოდ ცუდ ხელისუფლებას, მხოლოდ რუსული კორუფციული მართვის ჯგუფს, , რომელიც მგონია , რომ სათავეში არის. მეშვიდე წელია ვხედავ, რომ რუსული კორუფციული მართვის სტილს გვთავაზობს. ზუსტად ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია - ვგულისხმობ ინფლაციას, ნარკოტრაფიკს, პლანტაციებს, რომელიც შემოგვთავაზეს და დროებით შეჩერდა პროგრამა, მონოპოლიზებული ბიზნესი, გარჩევები მაღალ ეშელონებში, თუ ქუჩებში - ეს არის რუსული კორუფციული მართვის სტილი. ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანას - უპირობოდ ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი, „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენ პარტიას“, -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარტიის დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის თქმით, პოლიტიკურ გააერთიანებას კონსულტაციებს უცხოელებიც გაუწევენ.

„გვყავს ორი უცხოელი კონსულტანტი, ჩვენი სავიზიტო ბარათი იქნება რეგიონის განვითარების პროგრამა, მაგრამ ვერც ერთი უნიკალური პროგრამა ვერ ამუშავდება ამ ქვეყანაში, თუ არ ამუშავდება ანტიკორუფციული კანონი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლიბას, თაკო ჩარკვიანის თქმით, ისინი „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობას გეგმავენ.

„ჩვენ არჩევნების მეორე ტური დავდეთ ერთად, სად არის ის ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე?! ასეთი ორი ნათელი პოლიტიკოსი გყავდეს და გასწიო?! რა თქმა უნდა, ერთად ვიმუშავებთ, ამისტები , იმისტები. დამოუკიდებელი პარტია ვიქნებით, აბსოლუტურად, ყველაფერი ღია იქნება. -აცხადებს

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო