ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა საწყისშივე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, ეს მოთხოვნა აბსურდულია.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიცია როგორ ახდენდა ამ პროცესის პოლიტიზირებას. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი. ოპოზიციამ თავისი შანსი გაუშვა, რომ ყოფილიყო ობიექტური, კრიტიკულად ობიექტური“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ საქმეს, როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ის ვერ ისაუბრებს საგამოძიებო უწყებების ნაცვლად. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პოზიცია არის ის, რომ მზად არის კითხვებზე გასცეს პასუხი.

„თურმე, რაღაც წერილი არსებობს და რაღაც შანტაჟს ჰქონდა ადგილი. ეს არის საგამოძიებო უწყებების პრეროგატივა, უზრუნველყონ ამ პროცესის მართვა. მე მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუკი არის რამე გამოსაკვლევი, ყველაფერი უნდა იყოს გამოკვლეული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია ერთი სამართლებრივი ქეისის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და აღნიშნა, რომ ეს არის არა „თიბისი ბანკის“ საქმე, არამედ, ეს არის საქმე ხაზარიძე-ჯაფარიძის მიმართ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა