ირაკლი აბესაძე - სახელმწიფო უწყებების მხრიდან ვხედავთ მიზანმიმართულ მცდელობას, დისკრედიტაცია მოახდინონ ანაკლიის პორტის მშენებლობის

„მოცემულობა გვაფიქრებინებს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოქმედებს შეთანხმებულად კონკრეტული პიროვნებების და სახელმწიფოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფოთის პორტის მშენებლობის პროცესში სახელმწიფო უკვე ჩაერთო და პოზიტიურ როლს თამაშობს ფოთის პორტის ღრმაწყლოვანი მისადგომის შექმნაში.

„ჩვენ გვქონდა განცდა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობაშიც ასეთივე პოლიტიკურ როლს შეასრულებდა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საწინააღმდეგოს და ვხედავთ სახელმწიფოს მცდელობას, მაქსიმალურად ნეგატიურად წარმოადგინოს ადამიანები, ვინც ამ პორტის მშენებლობისთვის ინვესტიციები უნდა მოიძიოს“, - განაცხადა აბესაძემ.

რაც შეეხება ზოგადად „თიბისი ბანკის“ საქმეს, აბესაძე ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ შეკითხვები ისმის და კითხვებზე პასუხი კი არ არსებობს.

„შეკითხვებზე პასუხები არ გაუცია არც პროკურატურას, არც ეროვნულ ბანკს, არც პირადად შს მინისტრ გიორგი გახარიას და არც რომელიმე სახელმწიფო უწყებას იმ ბუნდოვანებებზე, რომელიც თავად შექმნეს. ჯერჯერობით სახელმწიფო უწყებების მხრიდან ვხედავთ მხოლოდ მიზანმიმართულ მცდელობას, დისკრედიტაცია მოახდინონ ანაკლიის პორტის მშენებლობის და კონკრეტული პიროვნებების საქმიანი რეპუტაცია შელახონ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ევროპული საქართველო" „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარადგენს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს