გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარე ჯუნდონგ კიმს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და კორეის ბიზნესსექტორის 40-მდე წარმომადგენელი. გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

გიორგი ქობულიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობას ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.

„კორეელი ბიზნესმენების მხრიდან გაჟღერდა ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგში, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით, სადაც ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი კომპანია „ქეი ვოთერსის“ სახით, რომელიც ნენსკრაჰესს აშენებს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, კორეის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარემ ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პროცესში.

„საქართველოში ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეელი ბიზნესმენები, ეს დაგვეხმარება, რომ მათ საქართველო უკეთესად გაიცნონ, ასევე კონტაქტების დამყარებაში. ვიმედოვნებ, კორეასთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება და კორეელები საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ინვესტორები გახდებიან“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს