ქეთევან ციხელაშვილი - საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონო პატიმრობის დროს  გარდაიცვალა

ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ვერსიებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გაეცემა.

„გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც ვუარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რომ გვემტკიცებინა - ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას,ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს. დღეს მოწოდებული ინფორმაციით და არაერთ წყაროში, მათ შორის აფხაზურ მედიაში და რუსულ წყაროებშიც გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ დარწმუნებით ვისაუბროთ რომელიმე ვერსიაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ცხედარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობით გადმოასვენეს.

„ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ცხედრის გადმოცემა მოხერხდა ოპერატიულად, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა და ცხადია, ექსპერტიზა ბევრ კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხს გასცემს“, -აღნიშნა ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა