ვლადიმერ კონსტანტინიდი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

ის შეეხო ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება დაგმეს პარტნიორებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე, სადაც ქართულმა მხარემ წარადგინა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

„საბჭოს გენერალურ დებატებზე მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხის დაყენება დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას და ესტონეთის მხრიდან. აღინიშნა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგს და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებას", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა