„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფილმს - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ წარადგენს

21 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ფილმს - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, მათივე ინფორმაციით, ფილმი - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ფაქტებს ასახავს.

ფილმი არასამთავრობო ორგანიზაციების: ადამიანის უფლებათა ცენტრის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოწოდებულ ფაქტებს და შეფასებებს ეყრდნობა და მასში დაზარალებულთა ისტორიებია ასახული, რომლებიც პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ.

ფილმი აშშ-ის ფონდის - NED-ის მხარდაჭერით არის გადაღებული.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა