ირაკლი კოვზანაძე - საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებს

,,კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის დამკვიდრება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვას ცდილობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კონფერენციაზე „დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში განაცხადა“.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში არაერთი კორპორაციული დავისა და სკანდალის ფონზე დამოუკიდებელ დირექტორთა როლი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში იზრდება, განსაკუთრებით კი ეს ეხება სააქციო საზოგადოებებს, რომელთა ფასიანი ქაღალდებითაც საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა არის შესაძლებელი.

„დამოუკიდებელი დირექტორების არსებობა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოში პირდაპირ კავშირშია კომპანიის რისკების შემცირებასთან და ამაღლებს მის გამჭვირვალობას ინვესტორთა თვალში. მათი როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფინანსო და საბანკო სფეროში“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებები შევიდა, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ კანონში“, რომლის შესაბამისად, „ანგარიშვალდებული საწარმოების“ სამეთვალყურეო საბჭო, სულ მცირე, ერთი დამოუკიდებელი დირექტორით უნდა იყოს წარმოდგენილი.

„ეს ცვლილება ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და სწორი განვითარების პერსპექტივას იძლევა, თუმცა, ჯანსაღი კორპორაციული მართვის დანერგვის მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. დღევანდელი ღონისძიება, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესებასა და დახვეწას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პრეზენტაცია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებმა და „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის” წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო