ერეკლე კოდუას საქმეზე დღეს გიორგი თარგამაძე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრის და დარბევის ფაქტზე, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას საქმეზე ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამების ყოფილი დირექტორი გიორგი თარგამაძე დაიკითხება. როგორც პროცესის დაწყებამდე გიორგი თარგამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის გაიხსენებს 7 ნოემბრის ღამეს „იმედის“ შენობაში ერეკლე კოდუასთან შეხვედრას.

"ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და დარბევის საქმეზე სასამართლოში მე უკვე დაკითხული ვარ. მე ვისაუბრე როგორც პროცესებზე, რომელიც 7 ნოემბერს უძღოდა წინ, ასევე „იმედში“ შეჭრის საქმეზე. როგორც ჩანს, გამოძიებას ახლა აინტერესებს ცალკე ის მონაკვეთი, რომელიც ჩემს ძირითად ჩვენებაში მაქვს აღწერილი და ეს შეეხება თუ არ ვცდები შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის ირაკლი კოდუას „იმედში“ ყოფნის პერიოდს. მე მომიწევს გამეორება რაც ძირითად ჩვენებაში მაქვს ნათქვამი. „იმედში“ მაშინ ყველა შეიარაღებულ პირს ეკეთა ნიღაბი. უნიღბოდ მხოლოდ ირაკლი კოდუა იყო. თუ ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, ეს გამოძიების გასარკვევია. ჩემი მისდამი მოკლე კომუნიკაცია შემოიფარგლა იმით, რომ არ მომხდარიყო რაიმე ტიპის ფიზიკური ძალადობა ჩვენი თანამშრომლების მიმართ ან არ დაზიანებულიყო ტექნიკა. სწორედ ამ საკითხზე ვუსაუბრებ დღეს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში უკანონოდ შეჭრის და დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

იხილეთ ვიდეო: თანამშრომლების ნაწილი იყო იატაკზე, ნაწილი კედელზე აყუდებული - ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე გიორგი თარგამაძე დაიკითხა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა