პიტერ თირინგი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პიტერ ტირინგმა, რომელიც ამავდროულად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დანერგვისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით არსებობს რისკი, რომ ამ პერიოდში გამოჩნდნენ არასანდო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ მოგების მიღების მიზნით შემოვლნენ ბაზარზე, გარკვეული თანხის მიღების შემდეგ კი მალევე გაქრებიან , რაც ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას დიდ ზიანს მიაყენებს.

მნიშნელოვანია, რომ ზედამხედველობსი სამსახურმა თვალყური ადევნოს და დაინახოს თუ რა ოდენობის კაპიტალი შემოდის სადაზღვევო ბაზარზე, ასევე ნახოს, რომ აღნიშნული კაპიტალი გრძელვადიანი პერიოდით იდება ქვეყანაში და მოკლევადიან პერიოდში მოგების მიღებაზე არ არის მხოლოდ ორიენტირებული, რისი მაგალითებიც ძალიან ბევრია მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. საქართველომ ისეთ ინვესტორებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებენ ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე ინვესტირებას. აქ კონკრეტულად ვგულისხმობ სავალდებულო დაზღვევის ბაზარს. ბევრი არაკეთილსინდისიერი ან ნაკლებად პროფესიონალური კომპანია შეიძლება გაჩნდეს, რომლებიც ვერ შეძლებენ ვალდებულების შესრულებას ან უბრალოდ კაპიტალს დააგროვებენ და მერე გაქრებიან, მათი ვალდებულებები კი ჩვენ, ბაზრის მონაწილეებმა უნდა გავისტუმროთ და ეს დიდი პრობლემა იქნება სექტორისთვის. ჩვენს 24 ქვეყანაში გვაქვს ბიზნესი და გვაქვს ეს სამწუხარო გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდენ ზედამხედველობის სამსახურს, რომ არ დაუშვას მსგავსი მოთამაშეების გაჩენა ბაზარზე. - განაცხადა თირინგმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იყო.

ღონისძიებაზე, ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველმა პირებმა, საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს