პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ხელს შეუწყობენ უკანონოდ დარჩნენ სხვა ქვეყანაში ან დაეხმარებიან, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მისაღებად, პასუხისგებაში მიეცემიან

პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ხელს შეუწყობენ უკანონოდ დარჩნენ სხვა ქვეყანაში ან დაეხმარებიან, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მისაღებად, პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს.

როგორც ხულორდავა ამბობს, ხელისუფლებას კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა.

„უვიზო მიმოსვლის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა, ეს არ არის შეთანხმება, რომელიც უპირობოდ მოქმედებს. ამ შეთანხმების მიღებას წინ უძღოდა გარკვეული მოლაპარაკებები. არსებობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა, რაც მთლიანად ევროკავშირის ხელშია. სამწუხაროდ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ძალიან გაზრდილია უკანონო მიგრაციის შემთხვევები, ჩვენს მიმართ უკვე არსებობს მოთხოვნა, რომ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გამოავლინოს თავისი ნება, რომ არ ვუწყობთ ხელს, არ ვახალისებთ უკანონო მიგრაციას. სწორედ ამან გამოიწვია კანონპროექტზე მუშაობა“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანია ის, რომ პირები, რომლებიც ფინანსური მოგების მიზნით დაეხმარებიან და ორგანიზებას გაუწევენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უკანონოდ უცხო ქვეყანაში ყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ იციან ამ განზრახვის შესახებ, ისინი მიეცემიან პასუხისგებაში.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ეს ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და მიგრანტები გახდნენ ან ეხმარებიან იმაში, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ. ორივე ეს პირობა - თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა, ასევე საზღვარზე უარები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ სტატისტიკის ზრდა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, ამიტომ აუცილებელია ასეთი ქმედითი, კონკრეტული ღონისძიებების გატარება“, - განუცხადა ხულორდავამ ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, ხულორდავამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს.

„ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს აღიარებენ უსაფრთხო ქვეყნად და უმეტეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს თითქმის ნულპროცენტიანი მაჩვენებელი თავშესაფრის მოთხოვნების დაკმაყოფილების. შეიძლება მხოლოდ 2 პროცენტი დაკმაყოფილდეს თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნა, აქედან გამომდინარე ეს არის სრულიად უპერსპექტივო და გაუმართლებელი ქმედება“, - განაცხადა ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს ცვლილებები კანონის მიღების შემდეგ მე-15 დღეს ამოქმედდება. კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დაიწყება, შემდეგ კი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გავა.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი