სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი - ხურვალეთში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით რუსული სამხედრო მანქანა და ჯარისკაცია მობილიზებული

სოფელ ხურვალეთის განაპირას, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით რუსული სამხედრო მანქანა და შეიარაღებული ჯარისკაცია მობილიზებული, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ სამოქალქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

„რუსების რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანაა შესული სოფლის იმ ნაწილში, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. იქიდან გვირეკავს ქალბატონი და სრულ პანიკაშია. იქ მცხოვრებლებს ერთი და ორი რუსი ჯარისკაცის დანახვა არ უკვირთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრია შესული. ჩვენი სამართალდამცველები ცენტრალურ მაგისტრალზე არიან მობილიზებული. ძალიან ბევრი პოლიციელია და ისინი ჩვენ არ გვიშვებენ სოფელში, არადა ხურვალეთში ჩვენი შესვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და პრინციპულად არ უნდა დავთმოთ ეს ტერიტორია. სამ წუთში ერთხელ ქართული მხრიდან ჯიპები შერბიან დიდი სიჩქარით და გამოდიან, სადამკვირვებლო მისიის მანქანებიც დავინახეთ რომ შევიდნენ, მობილიზება იგრძნობა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, შეიარაღებული ნიღბიანი პირები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. აღნიშნულს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, თუმცა მისი თქმით, შეიარაღებული პირების გამოჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა