კომპანია “აგროჰაბი” ახალ ფილიალს ხსნის. მარშალ გელოვანის გამზირის შემდეგ, არჩევანი ჭავჭავძეზე გაკეთდა. აქსის თაუერსის ტყუპი შენობების სავაჭრო ცენტრში შეძლებთ შეიძინოთ ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტები. ამ სიახლეზე და კომპანიის სამომავლო გეგმებზე, “აგროჰაბის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ჯაშიაშვილს ვესაუბრეთ.
- აგროჰაბის ახალი ფილიალი იხსნება, მთელი ქალაქი უკვე დიდი ხანია ელოდება ვაკეში თქვენი ობიექტის გახსნას.
- ჩვენი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაა წელიწადში ერთი ობიექტის გახსნა. თუმცა “აქსის თაუერსში” ობიექტის გახსნა უკვე წელიწადზე მეტია დადასტურებულია, შესაბამისად წელს, ორ ობიექტს ვხსნით. აგროჰაბი ვაკეში და ზაფხულში უკვე აგროჰაბი ბათუმში. ვაკის ობიექტში საკმაოდ დიდი, ასზე მეტ ადამიანზე გათვლილი ბისტროს ტიპის კაფეტერია იმუშავებს. კომპანიის პოლიტიკა იმავე ფორმატის, საკმაოდ მასშტაბური ობიექტების გახსნაა, შესაბამისად ორივე ეს ობიექტი იქნება დიდი სავაჭრო სივრცე თავისი ფართო საწარმოო ზონებით. როგორც იცით, აგროჰაბი არ არის მხოლოდ საცალო ვაჭრობის ობიექტი, ეს არის ერთგვარი ჰიბრიდი, როდესაც ჰიპერმარკეტში შეთავაზებული აგროპროდუქტების დიდი ნაწილის მწარმოებელი თავადვე ვართ. მომხარებლების ზრდამ გამოიწვია ობიექტების დამატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია საწარმოებისა და ფერმების გაფართოება. ავაშენეთ რძის გადამამუშავებელი ახალი, მოცულობით ოთხჯერ დიდი წარმოება, რაც საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად 25 ტონა რძე გადავამუშაოთ. ვამატებთ ახალ პროდუქტებს. მომხმარებელმა უკვე შეიყვარა ჩვენი მაწონი, ხაჭო, არაჟანი და ყველი. ახალ ობიექტთან ერთად მომხარებელს შევთავაზებთ 100% ძროხის რძეს, იგეგმება დასალევი მაწვნის და იოგურტის დამზადებაც. გავაფართოეთ ჩვენივე ნედლი, ახალი ხორცით დამზადებული ძეხვისა და სოსისების საამქრო, ფართოვდება შიდა წარმოებები, დაგვემატა ახალი ტექნიკა და დანადგარები, რაც ზრდის წარმადობას და აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს. მიხარია, რომ დღეს უკვე რვაასზე მეტ ადამიანს ვასაქმებთ, მათ შორის ჩვენ ფერმებში, რეგიონებში და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
- ელოდით ამხელა წარმატებას?
- ველოდით, თუმცა შედეგი კიდევ უფრო სწრაფად მივიღეთ. მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი, ჩვენ შემთხვევაში მათ ზუსტად იციან რითი იკვებებიან, რას მიირთმევენ მათი შვილები. ყიდულობენ ჯანსაღ, ქიმიური ჩარევების გარეშე მიღებულ პროდუტქს. სამწუხაროდ, წარმატებამ ზოგიერთი არაკეთილისმოსურნის და “კონკურენტების” ნაწილის ნეგატიურად გააქტიურება გამოიწვია. ყოველდღიურად ვიგებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ისეთი ტიპის არაკეთილსინდისიერი შემოტევებია, რომელიც ძალიან სცდება ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს. ბინძური გზებით ჩვენი მისამართით ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა იაფფასიან ჭორებს. ჭორები ძირითადი სამიზნე ჩვენი საამაყო პროდუქტებია, თითქოს ისინი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დეკლარირებული. მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი შემოწმებისთვის, პროდუქტების ანალიზისთვის, რომელიც მოხდება შესაბამისი წესების სრული დაცვით. მზად ვართ დავგეგმოთ ტურები “აგროჰაბში”, მედიას თუ მომხმარებლებს გავუკეთოთ ექსკურსიები ჩვენ ფერმებში, რძის გადამამუშავებელ საწარმოში, ნახევარფაბრიკატების საამქროებში. გნებავთ დაგეგმილად, გნებავთ დაუგეგმავად.
- სამომავლო გეგმებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა?
- ვაკეში გახსნის შემდეგ, ამ წლის ივლისის ბოლოს “აგროჰაბი” ბათუმში გაიხსნება, მომავალ წელს ვგეგმავთ მეოთხე ობიექტის გახსნას თბილისში. ვაფართოებთ ფერმებს, იგეგმება ხილ-ბოსტნეულის ბაღების და სასათბურე მეურნეობების შექმნა. მოთხოვნა ძალიან დიდია მაღალხარისხიან, ჯანსაღ, ცოცხალ საკვებზე და არა იაფფასიან, შხამქიმიკატებით გაჯერებულ თუ ხელოვნურად სწარაფად გაზრდილ პროდუქტებზე. გრძელვადიან გეგმებშია აგროპროდუქტების ნაწილში მაქსიმალურად ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტები გვქონდეს, იგეგმება ფრეშ მაკარონის და სხვა პროდუქტების ადგილზე დამზადება, ხორცის დაძველების და ევროპაში უკვე მოქმედი მაღალი სტანდარტის მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა. 26 მარტიდან კი, ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში გელოდებით “აგროჰაბში” ვაკეში, ჭავჭავაძის 37 ნომერში, აქსის თაუერსისი სავაჭრო ცენტრში.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"