UNESCO - ქართულ ცეკვას  დიდი საექსპორტო შესაძლებლობები აქვს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს ალკის რაფტის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმში 15-18 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფესტივალები და ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონისა და ქალაქის ცნობადობის ამაღლებას.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა ფოლკლორის ფესტივალი, კონფერენციები თუ შეხვედრები, ეხმარება საზოგადოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური, წარადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე და შეუნახოს მომავალ თაობებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ალკის რაფტი ქართული ცეკვის სამომავლო პერსპექტივაზე საუბრობს.

„დღევანდელი შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქალაქ ბათუმსა და მსოფლიო ცეკვებს შორის ახალი კავშირები მყარდება. საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს შეუძლია ცეკვა, რაც საუცხოო სტატისტიკაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცეკვა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ ცეკვას აქვს დიდი შესაძლებლობა, იყოს გატანილი ექსპორტზე“, - განაცხადა რაფტიმ.

კონფერენციის - „ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა“ მიზანია ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესის ახალ ეტაპზე გადაყვანას, კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების გაფართოებასა და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრას.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან „იუნესკოს“ ცეკვის საერთაშორისო საბჭო CID და ფოლკლორის ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF.

შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, ასევე „იუნესკოს“ ცეკვის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენელები და ფოლკლორის ფესტივალების ევროპული ასოციაციის (EAFF) პრეზიდენტი - კალოიან ნიკოლოვი ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს