სუს-ის წარმომადგენელი - ხურვალეთთან ინციდენტი არ დაფიქსირებულა,  ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

როგორც სოფელ ხურვალეთში ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით ადილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. კითხვაზე, უშუალოდ გადმოვიდნენ,თუ არა რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას ჰქვია ინციდენტი და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

“ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ადგილზეა ევროკაშირის სადამკვირებლო მისია.ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. ვმუშაობთ, რათა ჩაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს. მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. მინდა ყველას მოვუწოდო, თავის შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საშიშროება შეუქმნას“, - აცხადებს ანთაძე.

იხილეთ ვიდეო: სუს-ის წარმომადგენელი ხურვალეთზე: ინციდენტი არ დაფიქსირებულა, ისევე, როგორც ბორდერიზაციის ახალი კერები

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ