ხურვალეთის შესასვლელთან შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

ხურვალეთის გზაზე პოლიციის საგუშაგოსთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები და სხვა აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. საგუშაგოსთან ცოტა ხნის წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

კერძოდ, საგუშაგოსთან გია ბარამიძე, კობა ხაბაზი, ნიკა მაჭუტაძე, ბადრი ბასიშვილი და სხვები მივიდნენ

რამდენიმე წუთის წინ შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქტივისტების განცხადებით, საგუშაგოს ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე სოფელ ხურვალეთში ჩასვლის და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

ამ დროისთვის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება