Gebrüder Weiss -მა თბილისში ახალი ლოგისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გახსნა

თბილისში Gebrüder Weiss-ის ახალი ლოგისტიკური ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა.

ტერმინალი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზინგერ-ვაისმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონულმა მენეჯერმა თომას მოსერმა, „გებრუდერ ვაის-საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ერთობლივად გახსნეს. ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღნიშნული გაფართოების შედეგად, კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა 2300 კვადრატული მეტრის ფართობის ტვირთების დასამუშავებელი სივრცე, 7800 კვადრატული მეტრის ფართობის ღია, მოპირკეთებული სივრცე და 300 კვადრატული მეტრის ფართობის საოფისე სივრცე. მთლიანობაში კომპანიის თბილისის ფილიალი 90 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს. ახალი ტერმინალის გაფართოებისა და კომპანიის სერვისების ფართო სპექტრის შესახებ დეტალურად „გებრიუდერ ვაისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ ზინგერ-ვაისმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალურმა მენეჯერმა თომას მოზერმა და გებრუდერ ვაის-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ხარლამოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კავკასიის რეგიონში განვითარების პოზიტიურ შედეგებს დადებითად აფასებს.

„ადგილობრივ ბაზარზე პირველად შემოსვლის მერე, თბილისის ფილიალი განვითარდა და უკვე საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ცენტრალურ ჰაბად იქცა. „ცალკე აღებულ თბილისის ფილიალში "გებრიუდერ ვაისი" უკვე 120 თანამშრომელს უსაფრთხო და მიმზიდველ სამუშაო გარემოს სთავაზობს“, - განაცხადა ვოლფრამ ზინგერ-ვაისმა.

„გებრუდერ ვაის-საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე ხარლამოვის განცხადებით, ავსტრიული კომპანია ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

„7 წლის წინ ავსტრიულმა კომპანიამ Gebrüder Weiss -მა საქართველოში 10-მილიონიანი ინვესტიცია წარმატებით განახორციელა. დღეს დამატებით განხორციელდა ორნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია, აშენდა თანამედროვე ტერმინალი, რომელიც მოემსახურება ამიერკავკასიის ქვეყნებს და ერთგვარი ჰაბი იქნება. საქართველში Gebrüder Weiss-ის ჯამური ინვესიტიციამ 15,5 მილიონი ევრო შეადგინა“, - განაცხადა ალექსანდრე ხარლამოვმა. როგორც ტერმინალის გახსნამდე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,

Gebrüder Weiss-ის ინვეტიცია სწორედ იმ ეკონომიკური პოლიტიკის მაჩვენებელია, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ავსტრიელ მეგობრებს ძალიან კარგი პროექტის გაფართოებას ვულოცავთ. Gebrüder Weiss-მა გადაწყვიტა და საქართველოში მეორე ინვესტიცია განახორციელა, განავითარა თავისი ლოგისიტიკური მომსახურება. ეს პროექტი დაიწყო 2012 წელს. ამ პერიოდში მათ 10 მილიონ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელეს, თუმცა ეს უკვე მეორე პროექტს წარმოადგენს, რომელიც დამატებით 2,5 ევროს ინვესიტიციას გულისხმობს. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის გამოხატულება, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ლოგისტიკური ცენტრები, სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციები, ტვირთების დამატებითი დამუშავება - ეს არის მთელი იმ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის მასშტაბით „გებრიუდერ ვაისი“ კლიენტებს სთავაზობს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვის, სასაწყობო ლოგისტიკის, საბაჟო მომსახურებისა და სხვა ლოგისტიკურ სერვისებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს