ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე - ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რა გადახდა ნინო გვენეტაძეს ამ სასამართლო სისტემაში, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი ადამიანი

ჩემთვის კარგადაა ცნობილი, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში და განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

„მე ვიცი, რა გამოცდილება მიიღო მან და საერთოდ რა დღეში ჩავარდა. შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც თქვენ მოუწოდებთ იურისტებს და წესიერ ადმიანებს და მე მგონი, პარლამენტი შეთანხმდა თავის დროზე, რომ ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს ამ სასამართლო სისტემაში. ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვინაიდან მე ვიყავი ნინო გვენეტაძის თანაშემწე. ეს მინდა იყოს გათვალისწინებული და თქვენ როდესაც ამბობთ, რომ გახსნილია და ბევრი იურისტი მოვა და ეს მაგალითი და სხვა ბევრი მაგალითი ძალიან საინტერესო მესიჯებს აგზავნის იურიდიულ საზოგადოებაში,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „კეთილ ნაყოფს ვერ მოისხამს“ და ამაში კანონპროექტის ავტორები გულის სიღრმეში თავადაც დარწმუნებულები არიან.

„ბატონო ანრი, თქვენ ხართ სისხლის სამართლის სპეციალისტი და თქვენ იცით, რა არის დანაშაულის ორგანიზატორი, როდესაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, 2012 წლამდე იყო მილიონი ცუდი „ქეისი“, მილიონ ცუდ „ქეისს“ და საქმეს ჰყავდა თავის ორგანიზატორი. ორგანიზატორის კისერზე არის ყველა ის დანაშუალი, რომელსაც ჩადის მის დაქვემდებარებაში არსებული ჯგუფი და მაინტერესებს, იცით თუ არა, ვინ იყო ორგანიზატორი და შემთხვევით ამ ორგანიზატორს ხომ არ უჭირავს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძაფები? თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამ კანონს?! ჩვენ 11-მა ადამიანმა გამოვაგზავნეთ ალტერნატიული მოსაზრებები და ჩავწერეთ, რომ ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს, რაც არ უნდა კანონები დაწეროთ, რაც არ უნდა ალტერნატიული ვერსიები არსებობდეს, ამ საბჭოსგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენ შემოგთავაზეთ გუშინდელ წერილობით განცხადებაში - პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე და თუ „კლანი“ არ გადადგება, მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აიძულებს ამ „კლანს“ სასამართლოდან წასვლას. ეს არის რეალობა, რომელსაც თქვენ ალბათ, გულის სიღრმეში აღიარებთ, მაგრამ ოფიციალურად რამდენად დამეთანხმებით, არ ვიცი,“- მიმართა წიქარიშვილმა ოხანაშვილს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ