მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას - არ მეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდით, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით

თქვენ არ გაქვთ მხოლოდ ექსკლუზივი თემებზე ქალბატონო ეკა, ვინ და რას ეთამაშება თქვენთან მოიკითხეთ, - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე.

„დეკემბერში, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მოვაყოლოთ ახლა ამას, კრიტიკის მთავარი საფუძველი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი კრიტერიუმებისა და ნორმების გარეშე წარმოადგინა სია და ეს იყო ცუდი. კარგი იქნებოდა ყოფილიყო გარკვეული დათქმები ნორმების სახით და საკანონმდებლო ჩამკეტები. ისე, როგორც ბრძანებთ ხოლმე, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია ვერ გადმოეგდო ვერავის. შემდეგ როგორ დაუბრუნდა ეს სია, რატომ დაუბრუნდა, კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც შეეძლო კომიტეტის სხდომა საერთოდ არ დაენიშნა და არ გადამდგარიყო,“ - განაცხადა მდინარაძემ, რომელსაც სიტყვა ეკა ბესელიამ შეაწყვეტინა რეპლიკით „მამუკა ახლა ამ თემას თავი დაანებე, ნუ ეთამაშები ამ თემას“.

„თქვენ არ გაქვთ მხოლოდ ექსკლუზივი თემებზე ქალბატონო ეკა, ვინ და რას ეთამაშება თქვენთან მოიკითხეთ. თქვენი სუბიექტური ინტერესებიც და რომელ თემებს ეთამაშებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენც იმათ რიგებში ხარ, რომელსაც გინდოდა ამ სხდომის ჩატარება. რომელ სუბიექტურ ინტერესებზე საუბრობ, გაბედე და თქვი? ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. შენ როგორ ლაპარაკობ ამ თემაზე. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი, სანდო ადვოკატებს რომ ეძახდნენ. ახლა მოისმინა საზოგადოებამ სიმართლის მხოლოდ ნაწილი“, - განაცხადა ბესელიამ, რაზეც მდინარაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ არ ეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდა.

„არ მეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდით. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით. თქვენი თქმით, ქალბატონო ეკა, 2004 წელს პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ და უსამართლოდ არავის იჭერდნენ თურმე. სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. რატომ დანიშნეთ მაშინ სხდომა, იქნებ იმ სიას ვაგდებდით? ვეღარ გავიგე, რა მოგეწონებათ ის ვილაპარაკო, თუ რაც რეალობაა ის?“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია