თორნიკე რიჟვაძე - შევძლებთ აჭარა და ბათუმი გადავაქციოთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - „ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ბათუმს ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარ იფშიბილსკი და სხვა ოფიციალური პირები სტუმრობენ,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. მან, ფორუმის ფარგლებში, აჭარის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთებისთვის ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოა შექმნილი, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით „ბიზნესის კეთების“ თვალსაზრისით საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია სამი ადგილით გაიუმჯობესა. ქვეყანა დაწინაურდა ფიჩის რეიტინგებშიც. საკრედიტო რეიტინგების კომპანიამ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია BB - პოზიტიურიდან BB - სტაბილურამდე გაზარდა.

„საინვესტიციო თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ აჭარაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ბიზნესის კეთებისათვის შევუქმნათ თანაბარი პირობები და თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ეკონომიკური სარგებლის მიღება. დარწმუნებული ვარ შევძლებთ აჭარა და ბათუმი გადავაქციოთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ მიმართულებად“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფორუმზე, აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები, და აჭარაში და პოლონეთში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია აჭარას 19 მარტს დატოვებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო