გიორგი კეპულაძე - ანაკლიის პორტის აქციების გამოშვება ბერკეტი იქნება რომ ეს პროექტი უფრო მეტად წარმატებული იყოს

სწორედ საზოგადოებრივი აზრია ერთადერთი საშუალება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

კეპულაძე კონსორციუმის ნაბიჯს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მისასალმებელია ბიზნესის მეტი საჯაროობა და სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტზე.

„როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ისე ტაქტიკურად, ეს კონსორციუმის მხრიდან სწორი ნაბიჯია. მთავარი ამ ქვეყანაში არის ხალხის აზრი. ხალხისთვის საკუთრების წართმევა ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი და ორი ბიზნესმენისთვის. აქციების გამოშვება იქნება ბერკეტი არა მხოლოდ კონსორციუმისთვის, შემდეგ მისი აქციონერებისთვისაც, რომ უფრო მეტად წარმატებული იყოს პროექტი და ეს ასევე პოლიტიკურ ძალებზე ზემოქმედების საშუალებაც იქნება,“ - აცხადებს კეპულაძე.

კეპულაძის თქმით, თავდაპირველად შესაძლოა, აქციების ფასი დაბალი იყოს, რისკებიდან გამომდინარე, თუმცა თავად ფაქტი, რომ მოსახლეობას შეეძლება პროექტში ჩართვა ცალსახად დადებითია.

„თავისთავად, რისკები ანაკლიის პროექტში თავიდანვე იყო, რაც გაძლიერდა და შეიძლება ითქვას, გაათმაგდა მას შემდეგ, რაც ვხედავთ დაპირისპირებას კონსორციუმის დამფუძნებელსა და მთავრობას შორის. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვიღაცისთვის ანაკლიის პროექტის აქციის შეძენა იყოს სარისკო დაბანდება და პორტის აქციები იყოს სარისკო აქტივი, თუმცა თუ ბევრი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ იყოს ამ პროექტის მონაწილე და თანამფლობელი, ეს პროექის წარმატების საწინდარი შეიძლება იყოს,“ - აცხადებს კეპულაძე.

„ინტერპრენიუსის“ ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიმართა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს