დავით სერგეენკო - დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი.

მინისტრმა დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადასაცემად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და ამ მხრივ არსებულ პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

სერგეენკოს თქმით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად ცალსახად იზრდება. კერძოდ, 2012 წელს თუ ამ მიზნით დაიხარჯა 28 მლნ ლარი, გასულ წელს ეს ციფრი 135 მლნ ლარი იყო, 2019-20 წლების გეგმით კი გათვალისწინებულია 328 მლნ ლარის გამოყოფა. მხოლოდ წელს ბინებით 3 600 დევნილს დააკმაყოფილებენ. სერგეენკოს განცხადებით, იმისათვის, რომ ერთ წელიწადში ყველა დევნილი დაკმაყოფილეს საცხოვრებლით, რომლებმაც სამინისტროს მიმართა, ამისთვის 1,860 მილიარდი ლარია საჭირო.

მინისტრმა ის კრიტერიუმებიც დაასახელა, თუ რა მეთოდოლოგიით ხდება დევნილთა შერჩევა.

"რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი, თუ რა არის გათვალისწინებული ამ კრიტერიუმებში. კერძოდ, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუ ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, თუ ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუ დევნილი ოჯახის წევრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გარდაიცვალა, თუ დევნილის ოჯახის წევრი არის ომის ვეტერანი და ასევე, დამატებით ქულები ენიჭებათ ასეთ ოჯახებს, თუკი ცხოვრობენ მძიმე საცხოვრებელ პირობებში ნათესავთან ან ქირით. ყველა ამ კრიტერიუმების ერთობლიობა და არა რომელიმე ცალკე აღებული, ქმნის გარკვეულ ქულებს, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვცდილობთ, ასეთ პირებს დავეხმაროთ ბინით. ცხადია, ეს კრიტერიუმები ყველასთვის არ არის მისაღები და არიან დევნილები, რომლებიც კონფლიქტების პირველივე დღიდან ელოდებიან ბინას და ასეთი სოციალური კრიტერიუმებით მიდგომა მათთვის მისაღები არ არის. ისინი გამოხატავენ საკმაოდ მძაფრ პროტესტს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მათთან დიალოგი და შევთავაზებ აქტიურ ჩართვას ამ კრიტერიუმების გადახედვაში. თუმცა, ეს პრეცედენტი იყო და კრიტერიუმები არაერთხელ გადაიხედა. შეიძლება ამ კრიტერიუმებსაც ჰქონდეს სუსტი წერტილები, რომლებიც გამოსწორებადი იყოს", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, დევნილებთან და ექსპერტებთან ერთად გადაიხედოს აღნიშნული კრიტერიუმები.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ