მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარეობს, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით აქვთ. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში არის დაგეგმილი, პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბო სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან.

მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყლარინების გამართული ინფრასტრუქტურით 35 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარეობს, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით აქვთ. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში არის დაგეგმილი, პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბო სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან.

მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყლარინების გამართული ინფრასტრუქტურით 35 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას