მამუკა მდინარაძე - საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა, რასაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება

„საგამოძიებო კომპონენტში გამიჯვნა ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა, რასაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით უნდა მივიღოთ გაცილებით ქმედითი და პროფესიონალი გამომძიებლები.

„ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამოძიება უკან და უკან მიდიოდა. როდესაც ერთი ფურცელი და ერთი მტკიცებულება იყო პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი. მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებულია, ამ მხრივ პროფესიონალიზმიც გაზრდილია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს სჭირდებათ იმგვარი მხარდაჭერა, რომ საგამოძიებო და საპროკურორო კომპონენტების გამიჯვნით ჩვენ მივიღოთ გაცილებით ქმედითი, გაცილებით პროფესიონალი გამომძიებლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს. კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ უქმნის საფრთხეს გამოძიების ეფექტიანობას.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია