თბილისში, ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება 5-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენს კი, სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.