ადა მარშანია - ქალბატონო თეა მინისტრო, თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? - რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს!

ქალბატონო მინისტრო, თქვენი მოხსენება იყო ფარისევლური - ის, რომ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით კატასტროფა მივიღეთ, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა - თქვენ ხართ ამ პასუხისმგებლობის თავში, შუაში და ბოლოში, - ამ სიტყვებით პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა.

ადა მარშანიამ თეა წულუკიანს უნამუსო უწოდა.

“ქალბატონო თეა მინისტრო, თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ამ თანამდებობაზე ჩვენს ნაბრძოლზე ხართ! თქვენც წაიბრძოლეთ - რაღაც ერთი წელი დარბოდით რუსთაველზე. თქვენი პასუხების დროს რაღაც გაურკვევლად ვიგრძენი თავი. რაღაც საკითხებში ჭკუაც რომ გასწავლოთ, ეს უნდა მიიღოთ. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან - მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ მინისტრის რანგში პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელური ტონალობის გარეშე. გუშინ მთელი დღე თქვენი ნარცისობა ვიხილეთ. მე იუსტიციის დარგში თქვენი დამსახურება აღვნიშნე კიდეც, მაგრამ თურმე შექების, კომპლიმენტის და კარგი მუშაობის შედეგის დაფიქსირების ღირსი არ ყოფილხართ. რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს კითხვებს?! ეს თქვენი მხრიდან არის უნამუსო ილეთი. მე თქვენ გუშინ მთავარი გკითხეთ - აშკარად გამოჩდა, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და მდგომარეობა ისე გინდათ წარმოადგინოთ, რომ ის უბედურება, რაც სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით მივიღეთ, თქვენ არაფერ შუაში არა ხართ და ჩვენს თვალწინ ხელს იბანთ. მე თქვენ პარლამენტში იმ ავბედითი სიის შემოტანა დაგაბრალეთ?! - არ დამიბრალებია და ახლა თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ სამთავრობო ლოჟიდან თავს აქნევთ. რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს!“ - მიმართა თეა წულუკიანს ადა მარშანიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს