საქსტატი - საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41 077.5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და მრეწველობა (17.0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (13.5 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13.2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი (9.4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.2 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5.9 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5.8 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, კლება აღინიშნა მშენებლობის სექტორში (-3.1 პ როცენტი).

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია