„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია პეკინში საქმიან შეხვედრებს მართავს

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია პეკინში საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხვდება. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობას ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია იღებს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელებთან გამართა.

„განვითარებისა და რეფორმების კომიტეტი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მმართველი ორგანოა, რომელიც 21-ე საუკუნის ინიციატივის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ფარგლებში, ჩინეთის პოლიტიკას განსაზღვრავს და პარტნიორ ქვეყნებთან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობს.

კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და ჩინეთში საქართველოს სპეციალურ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო სფეროების გაფართოებასა და საქართველოს როლის განსაზღვრას „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივაში.

მხარეებმა პროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტმა დავით საგანელიძე პეკინში დაგეგმილ რიგით მეორე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმზე ოფიციალურად მიიწვია. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი ფორუმზე სიტყვით წარდგება და საუკუნის პროექტის ფარგლებში, საქართველოს როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

შეხვედრაზე ჩინური მხრიდან ინტერესი გამოითქვა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის ინიციატივით, მხარეებმა ერთობლივი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობისა და „სტარტპ საქართველოში“ ინოვაციური პროექტების მიმართულებით გამარჯვებულების ჩინეთში ვიზიტისა და გამოცდილების გაზიარების საკითხების შესახებ იმსჯელეს. ინიციატივა სტარტაპ პროექტების ჩინეთის ბაზარზე კომერციალიზაციის შესაძლებლობების განხილვას გულისხმობს.

კომიტეტის ინიციატივით, დავით საგანელიძეს ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის, ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრისა და ჩინეთის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მრჩევლის ტიტული მიენიჭა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, ასევე, სპეციალური დაგეგმარებისა და რეგიონული განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია პეკინში საქმიან შხვედრებს აგრძელებს. ოფიციალურ დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია, ფინანსური დირექტორი გიორგი ციმაკურიძე და ფონდის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ