მამუკა ბახტაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს პედრო სერანოს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღინიშნა საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირის როლი.

ყურადღება გამახვილდა შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი შეეხო ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ პროექტებს, რომელიც ევროკავშირის თავდაცვითი ელემენტების გაძლიერებაზეა კონცენტრირებული და ამ მიმართულებით საქართველოს როლის გაძლიერებას.

შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება