მაია ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს ანაკლიის კონსორციუმისგან ვისმენთ, რომ იცოდნენ ხელს აწერდნენ კაბალურ ხელშეკრულებას, თუმცა ეს ჩვენთვის  არ განუცხადებიათ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა იცოდა, რომ ხელს აწერდა კაბალურ ხელშეკრულებას; ბანკების მოთხოვნა, საოპერაციო შემოსავლების დაბალანსებასთან დაკავშირებით ე.წ. ტვირთების გარანტიით და მეორეს მხრივ, სახელმწიფოსგან სესხის სრული უზრუნველყოფა, ანაკლიის კონსორციუმისთვის ცნობილი იყო, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს რომ მთავრობისთვის ყოფილიყო ცნობილი, გადაწყვეტილებები სხვა სახით იქნებოდა მიღებული.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ წარმოადგინეს ბანკებმა მოთხოვნა ტვირთბრუნვის გარანტიებთან დაკავშირებით, ან რატომ წარმოადგინეს მოთხოვნა სესხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ორ ძირითად მოთამაშეშია პასუხი - იმიტომ, რომ ბანკებს დღეს არ ჰყავთ არავითარი სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის გარდა იქნებოდა პასუხისმგებელი სესხების დაფარვაზე და მეორეს მხრივ, მათ არ ჰყავთ პორტების გამოცდილი ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოზიდვას, პორტის განვითარებას ისეთი სახით, რომელი სახითაც ის ყველას გვაქვს წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ ბანკები ითხოვენ როგორც საოპერაციო შემოსავლების დაბალანსებას ე.წ. ტვირთების გარანტიით, მეორეს მხრივ, ბანკები ითხოვენ სესხის სრულ უზრუნველყოფას სახელმწიფოსგან. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ბანკებისგან შევიტყვეთ 2018 წლის დეკემბერში. მანამდე ეს პირობები არ იყო დაყენებული არც კონსორციუმის მხრიდან.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კონსორციუმისგან ვისმენთ, რომ იცოდნენ ხელს აწერდნენ კაბალურ ხელშეკრულებას და იცოდნენ, რომ ბანკები მათ ამ მოთხოვნას დაუყენებდნენ. თუმცა, ეს ჩვენთვის მათ არ განუცხადებიათ. ეს რომ მთავრობისთვის ყოფილიყო ცნობილი, გადაწყვეტილებები სხვა სახით იქნებოდა მიღებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია