კახეთის ბიოსფერული რეგიონის (რეზერვატის) დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის (რეზერვატის) დაფუძნების ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სათანადო ზონირებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, ბიოსფერული რეგიონის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველო იუნესკოში წარსადგენ დოკუმენტაციას მოამზადებს.

პროექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტყეების მდგრად მართვას, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკო ტურიზმის განვითარებას. 2015 წელს, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ კახეთის რეგიონი შეირჩა - თუშეთისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები და მათი მიმდებარე დასახლებები. პროექტის წარმატებით განხორციელება მწვანე ეკონომიკის, განათლების, ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო კვლევების და სათანადო ცოდნის გაუმჯობესებას და შესაბამისად დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

საკოორდინაციო შეხვედრაზე სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების საკითხებზე და ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.

პროექტი „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მიხეილ ზუკოვის ფონდისა (Succow) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ ხორციელდება და მას კოორდინაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება