ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - შეგნებულ და გააზრებულ  რისკზე წავედით

მივესალმები პროექტის გასაჯაროვებას, ამან გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა, პირველ რიგში კი, ყველამ აღიარა, რომ პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტს ახლა უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

„მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსები იყვნენ და არიან, ვფიქრობ, რომ პროექტის შესახებ ინფორმაციის ნაკლები საჯაროობის შემთხვევაში, გაუჭირდებოდა მთავრობას მტკიცება და დადასტურება იგივე ინვესტორების მიერ მოთხოვნილ 8 პუნქტთან მიმართებაში, თუ რატომ არის ეს საჭირო და რატომ უნდა აიღოს მან პასუხისმგებლობა, ახლა კი ღია საუბრისას ცალსახად ჩანს, რომ ეს მოთხოვნები ობიექტურია და აქედან გამომდინარე, მთავრობა უფრო მარტივი გადაწყვეტილების წინაშე დგას, უპირველესად იმის გათვალისწინებით, რაც ქვეყნის ინტერესებშია“ -აცხადებს ახვლედიანი.

ახვლედიანის თქმით, პროექტთან დაკავშირებით დაბრკოლებები თავიდანვე, ჯერ კიდევ ტენდერის პროცესში იყო, ამ დაბრკოლებების მუშა რეჟიმში გადალახვას ცდილობდა კონსორციუმი და ასევე აგრძელებს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რატომ არ საუბრობდა კონსორციუმი არსებულ პრობლემებზე ადრე, მანამდე სანამ აქტუალური არ გახდა „თიბისი ბანკის“ საქმე, ახვლედიანი აცხადებს, რომ პრობლემების და დაბრკოლებების გადალახვას კონსორციუმი კონსტრუქციულ რეჟიმში ცდილობდა და ამასთან, თავად მთავრობას არ აწყობდა ამ საკითხების გასაჯაროვება.

„მნიშვნელოვანია, ასეთი პროექტები მთავრობის მხარდაჭერით იყოს უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, მთავრობის ინტერესებში არ იყო ის, რომ ეს გასაჯაროვებულიყო, სამუშაო, კონსტრუქციული რეჟიმის დროს რომ გასაჯაროვებულიყო გარკვეული პრობლემები, არ იქნებოდა სწორი და პროექტს კიდევ უფრო მეტად დააზიანებდა იმ დროს. მთავრობამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო გადაწყვიტა ამის გასაჯაროვება, პრობლემების შექმნა „თიბისი ჯგუფისთვის“ და ირიბად თუ პირდაპირ ანაკლიის პროექტისთვის - ეს მათი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად ჩვენ გვიწევს ამ საინფორმაციო ომში ყოფნა და გვიწევს ჩვენი სიმართლის მტკიცება,“-განარტავს ახვლედიანი.

კითხვაზე, რატომ დათანხმდა კონსორციუმი, მათი თქმით, კაბალურ პირობებს, ,თუ იყო მოლოდინი , რომ სამომავლოდ ეს ხელშეკრულება ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში პრობლემებს წარმოშობდა, ახვლედიანი აცხადებს, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რადგან სხვაგვარად პროექტი უბრალოდ არ შედგებოდა და ამ ნაბიჯით კონსორციუმი გააზრებულ რისკზე წავიდა.

„მაშინ ვერ დავაწმუნეთ მთავრობა, რომ გაეთვალისწინებინა რიგი პირობები,რომელიც აუცილებელი იყო პროექტის დაფინანსების შედარებით იოლად მოძიებისთვის. იმ დროისთვის იყო ისეთი სიტუაცია, რომ მთავრობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მეტ დათმობაზე ვერ წამოვიდა. დავდექით არჩევანის წინაშე - მოგვეწერა თუ არა ხელშეკრულებისთვის ხელი. ვაცნობიერებდით, რომ ინვესტორები, რომლებსაც შემოვიკრებდით, დააყენებდნენ გარკვეულ პირობებს, შეგნებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მოგვეწერა ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი უბრალოდ არ შედგებოდა და ჩავარდებოდა. ხელი რომ არ მოგვეწერა, სხვა არავინ არ გააგრძელებდა ამ პროექტს, ღრმად ვიყავით ამ პროექტის წარმატებაში დარწმუნებულნი და შეგნებულ რისკზე წავედით. ვფიქრობდით, რომ შემოვიკრებდით ინვესტორებს, მთავრობას ობიექტურ არგუმენტაციას დავუდებდით, რაც მოხდა კიდეც დეკემბერში რვა პუნქტის ფარგლებში და ველოდით, რომ მთავრობა ობიექტური იქნებოდა და ამ საკითხებს გაიზიარებდა. ვნახოთ როგორ დასრულდება მოლაპარაკების პროცესი,“-აცხადებს კონსორციუმის დირექტორი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ