სულხან სალაძე - თუ ქვეყანაში რომელიმე სექტორი სუსტია, ეს ხელისუფლებაა - პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები ჰყავთ

თუ ქვეყანაში რომელიმე სექტორი სუსტია, ეს ხელისუფლებაა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები ჰყავთ, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

სალაძე კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ტარდება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია.

„მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში თუკი რომელიმე სექტორი სუსტია, ეს არის ხელისუფლება და მათ შორის პარლამენტი, მმართველი ძალა და მათი უსუსურობა ჩანს ყველგან და ყველაფერში. ბოლო მოვლენები ამის ყველაზე ნათელი დასტურია, სასამართლოსთან მიმართებაში მათი გადაწყვეტილებები, ის, თუ რა ფორმით იღებენ და როგორ კანონებს იღებენ.

ჩვენ დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც ჰყავთ სადამკვირვებლო მისიები და რომლებიც წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა მას შევახსენო, რომ ამ ორგანიზაციებს არსებობის უფრო დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე თავად „ქართულ ოცნებას". ჩვენ 25 წლის ორგანიზაცია ვართ, ვაკვირდებით ყველა არჩევნებს, გავუძელით ყველა ხელისუფლებას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამდენს გაუძლებს "ქართული ოცნება", ყოველ შემთხვევაში, კობახიძის ხელმძღვანელობით და პარლამენტის თავმჯდომარეობით. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს პრობლემებსა და გამოწვევებზე, იქვე მას მეტი არგუმენტაციაც სჭირდება", - განაცხადა სალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება