შს მინისტრი - „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა უკვე ლიკვიდირებული იყო, ვიდრე ადრესატისგან წერილს მივიღებდით

„თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა უკვე ლიკვიდირებული იყო, ვიდრე კონკრეტული ადრესატისგან ჩვენ წერილს მივიღებდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ზოგადად ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებით გიორგი გახარიას მისამართით, რომელიც შეეხებოდა „თიბისი ბანკის“ საქმეს და გიორგი გახარიას გავლენებს, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გიორგი გახარიას მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში სამეგრელოს რაიონში.

„ეს ყველაფერი განპირობებულია პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს. თუ გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას? შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან? - არა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მოგვმართავდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან და საფრთხეც უკვე ლიკვიდირებული იყო,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს