“ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია აირჩიეს

მე მიმაჩნია, რომ ახალ ტალღას, ახალ სულს ჩავბერავ ჩვენი პარტიის საქმიანობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომელიც პარტიის დელეგატებმა პოსტზე რამდენიმე წუთის წინ აირჩიეს. მისი თქმით, მას კარგი გამოცდილება აქვს მენეჯმენტში და გუნდს სწორედ ახალი ძალა სჭირდება.

„მე თავიდანვე ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობაში“, არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მეამაყება, რომ ვარ და ვიქნები იქ, სადაც ღირებულებითი თანხვედრა არის ჩემს თანაგუნდელებთან. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გააქტიურებას, კარგი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტში. მე ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება ახალი ძალა, სჭირდება ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი საინტერესო პროექტი. დღეს ჩვენ უკვე დავიწყეთ ელექტრონული დემოკრატიის დანერგვა და ძალიან ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას გეგმებს და სტრატეგიას. მე მიმაჩნია, რომ ახალ ტალღას, ახალ სულს ჩავბერავ ჩვენი პარტიის საქმიანობას“,-აცხადებს კობა ნაყოფია. "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე კენჭისყრა ელექტრონული სისტემით მოხდა. დელეგატებმა პარტიის ახალი წესდება და პოლიტსაბჭო დაამტკიცეს. პარტიის თავმჯდომარედ კი გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება