ალავერდის ეპარქიამ ბადაგონის მხარდაჭერით ფრანგულ-ქართულ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივითა და კომპანია "ბადაგონის" მხარდაჭერით გასული კვირის მანძილზე საქართველოში ფრანგული გასტრონომიის მსოფლიო კვირეული "Gout de France” მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში შაბათს, 23 მარტს სტუმრებს ალავერდის ეპარქიამ უმასპინძლა. გაიმართა ქართულ-ფრანგული უნიკალური სადილი, რომლისთვისაც ფრანგული ვეგეტარიანული კერძები ბორდოდან საგანგებოდ მოწვეულმა ცნობილმა შეფ მზარეულებმა მოამზადეს მარხვის პერიოდის პატივისცემითა და ქართული ინგრედიენტების გათვალისწინებით. ალავერდის მონასტერი სტუმრებს ასევე ღვინის რესტორან „ბადგონის სახლთან“ ერთად მომზადებული ქართული სამარხო კერძებით გაუმასპინძლდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ასევე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებული ელჩები, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრები, კომპანია ბადაგონის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

სტუმრებმა პირველ რიგში ალავერდის მე-11 საუკუნის მარანი მოინახულეს, სადაც აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის კურთხევით ამ ღონისძიების აღსანიშნავად სტუმრების თვალწინ ქვევრი გაიხსნა და თითოეულ მათგანს წილად ხვდა პატივი ამ ქვევრიდან ახლადდაყენებული ბადაგონის ღვინის „ალავერდის ტრადიციები“ დეგუსტაცია მოეხდინა. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ღვინის მიმართ, რომლის დაყენებაც მონასტრის მარანში ძველი ქართული ტრადიციული მეთოდის სრული დაცვით ხდება.

ფრანგულ-ქართული სადილი ალავერდის მონასტრის ისტორიულ სატრაპეზოში გაიმართა - სწორედ იმ ადგილას, სადაც ქართველი მეფეები საუკუნეების მანძილზე უცხო ქვეყნის ელჩებსა და საგანგებო სტუმრებს იღებდნენ.

ეს გახლდათ უპრეცედენტოდ ჰარმონიული შერწყმა ამ ორი ქვეყნის ტრადიციისა და კულტურული მემკვიდრეობისა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპატიო წარმომადგენლებმა სულითა და გულით გაიზიარეს. ფრანგმა შეფ მზარეულმა ჟან პიერ ქსირადაკისმა, რომელიც ამავდროულად ენოლოგიც გახლავთ, აღნიშნა, რომ ფრანგულ კერძებს არაჩვეულებრივად შეეხამა ქვევრში დაყენებული ბადაგონის ქართული ღვინო.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა