„საპენსიო სააგენტომ“  საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიაზე ინფორმაცია  Financial Times-ის შემდეგ The Economist-ში გამოაქვეყნა

„საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიაზე ინფორმაცია უკვე ორ საერთაშორისო გამოცემაში - Financial Times-სა და The Eeconomist-შია გამოქვეყნებული.

The Economist-ში ვაკანსია დღეს განთავსდა , Financial Times-ში კი განცხადება 23 მარტს გამოქვეყნდა . კონკურსი 30 კალენდარული დღის ვადით არის გამოცხადებული. აპლიკანტების განხილვა კი 5 დღეში მოხდება.

განცხადების მიხედვით, “საინვესტიციო საბჭოს” წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 დოლარამდე იქნება და ამასთან, სახელმწიფო საბჭოს წევრების სრულ სამგზავრო ხარჯებს დაფარავს.

აპლიკაციის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე არ არის აუცილებელი საქართველოში მუდმივად იმყოფებოდნენ. საბჭოს წევრები საქართველოს წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია.

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუალური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. საინვესტიციო საბჭოს სამი წევრი აირჩევა ხუთი წლის ვადით, ხოლო ორი წევრის ვადა კი სამ წელს შეადგენს. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია შვიდი წევრისგან არის დაკომპლექტებული. ესენი არიან: აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქობულია, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საპენსიო ფონდში უკვე 113 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 653 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო